ჭკვიანი საკეტი და ბინების გაქირავება
- SmartZone

- Nov 20
- 2 min read
თუ აქირავებ რამდენიმე აპარტამენტს თბილისში, ბათუმსა ან სხვა ქალაქში, კარგად გეცოდინება ის პრობლემები, რაც ფიზიკური გასაღებების გადაცემას ახლავს თან:
სტუმრების ლოდინი, ღამის 2 საათზეც კი
გასაღების ხშირად ცვლა ან ახლის შექმნა
გასაღებების ასლის გავრცელების დიდი შანსი
ჭკვიანი საკეტი ძალიან ბევრი მსგავსი პრობლემის მოგვარებას გთავაზობს, დღეს კი ყველა მათგანს დეტალურად განვიხილავთ:

დროებითი კოდები
აღარ დაგჭირდება სტუმრის დახვედრა, რადგან საკეტების უმეტესობა საშუალებას გაძლევს:
შექმნა უნიკალური PIN კოდი თითოეული სტუმრისთვის
დააყენო კოდი, რომელიც ავტომატურად გაუქმდება გარკვეული პერიოდის შემდეგ (მაგალითად, შუადღის 11:00 საათზე).
გაუგზავნო კოდი სტუმრებს მეილით ან შეტყობინებით ჩამოსვლამდე
უსაფრთხოება, მუდმივი კონტროლი
ტრადიციული გასაღების ასლის შექმნა მარტივია, ჭკვიან საკეტის შემთხვევაში კი, კონტროლი მხოლოდ შენს ხელშია:
წვდომის ციფრული ჟურნალი: ყოველთვის იცი, ვინ და როდის შევიდა ბინაში (დრო და თარიღი)
რადგან წვდომა კოდებით, ბარათებით ან თითის ანაბეჭდით ხდება, არ არსებობს ფიზიკური გასაღების ასლის შექმნის რისკი
დისტანციურად კარის გაღება: საგანგებო სიტუაციის დროს, ან იმ შემთხვევაში თუ სტუმარს დაავიწყდა კოდი, შეგიძლია დისტანციურად გააღო კარი მობილური აპლიკაციით
რეპუტაცია
სტუმრებისთვის მნიშვნელოვანია კომფორტი. იმის გარდა რომ სტუმრებს აღარ უწევთ გასაღების ფიზიკურად ტარება და არ ეშინიათ მისი დაკარგვის (რაც მათ დასვენებას უფრო მშვიდს ხდის), აღარ სჭირდებათ გასაღების ძებნა ან თქვენი ლოდინი გადასაცემად.
💡 რჩევები ჭკვიანი საკეტის არჩევისას
სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:
გახსნის რამდენიმენაირი მეთოდი: აირჩიეთ მოდელი, რომელსაც აქვთ: კოდით, ბარათით (ადმინისტრატორისთვის/დამლაგებლისთვის) და ფიზიკური გასაღებით წვდომის მეთოდი (საგანგებო შემთხვევისთვის).
Wi-Fi: დისტანციური მართვისთვის, კარის საკეტს ხშირად სჭირდება ინტერნეტთან კავშირი. დარწმუნდი რომ შენ მიერ არჩეული საკეტი, უკავშირდება Wi-Fi-ს.
რამდენიმე საკეტი, რომელიც იდეალურია დისტანციური წვდომისთვის:
Lenovo X6 | ამ საკეტით წვდომის 5 მეთოდის გარდა, სტუმრებთან პირისპირ საუბარსაც შეძლებ
Neo N1 Ultra | შესაძლებელია დისტანციურად მართვა მობილური ტელეფონის დახმარებით - აპლიკაციით მარტივად გააკონტროლებ წვდომას, როცა და სადაც გინდა
SZ1 Max | მოწყობილობას აქვს სახის ამომცნობი, თითის ანაბეჭდის სენსორი. აპლიკაციის დახმარებით კი,შეგიძლია დისტანციურად აკონტროლო კარი, მართო 200-მდე მომხმარებელი და თვალყური ადევნო შესვლის ისტორიას.






Comments