ჭკვიანი საკეტი და ფუნქციები, რაზეც შეიძლება არ გსმენია
- SmartZone

- 5 days ago
- 1 min read
როცა ჭკვიან საკეტზე ვფიქრობთ, პირველი, რაც თავში მოგვდის, გასაღების გარეშე კარების გაღებაა. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს მოწყობილობა ბევრად უფრო მეტად აქცია.
დღეს, ჭკვიანი საკეტის იმ ფუნქციებს გაგიზიარებ, რაზეც შეიძლება არ გსმენია:
დროებითი წვდომა
წარმოიდგინე, სტუმარს ელოდები, შენ კი სამსახურში აგვიანებ. ნაცვლად იმისა, რომ მეზობელს გასაღები დაუტოვო, შეგიძლია შენივე სმარტფონიდან შექმნა დროებითი კოდი და სტუმარს გაუზიარო.

როგორ მუშაობს: კოდი აქტიურია მხოლოდ კონკრეტულ საათებსა ან დღეებში
იდეალურია ძიძებისთვის, დამლაგებლებისთვის ან Airbnb-ის მფლობელებისთვის
ავტომატური ჩაკეტვა
რამდენჯერ დაგიტოვებია სახლი იმ ფიქრით: „კარი ჩავკეტე?“
ჭკვიანი საკეტების უმეტესობას აქვს სენსორი, რომელიც ხვდება, დაკეტილია თუ არა კარი და ავტომატურად კეტავს წინასწარ განსაზღვრულ დროში (მაგალითად, 30 წამში).
ინტეგრაცია ჭკვიანი სახლის ეკოსისტემასთან
ჭკვიანი საკეტი სხვა მოწყობილობებსაც მარტივად უკავშირდება. წარმოიდგინე, კარის გაღებისას, როგორ ინთება შუქი თავად, გასვლისას კი გათბობა ეკონომიურ რეჟიმზე გადადის.
ჭკვიანი საკეტი ინახავს ინფორმაციას, თუ ვინ, როდის და რა მეთოდით გააღო კარი
აპლიკაცია ინახავს თითოეული სტუმრობის დეტალურ ისტორიას. ამიტომ, ყოველთვის გეცოდინება, ვინ შემოაღო კარი და რა გზით — იქნება ეს დისტანციური გახსნა, პაროლი თუ თითის ანაბეჭდი.
ხმოვანი მართვა
თუ ხელები დაკავებული გაქვს (მაგალითად, საყიდლების პარკებით), შეგიძლია უბრალოდ უთხრა ვირტუალურ ასისტენტს (Alexa, Google Assistant ან Siri): „Hey Google, open the front door“. რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისთვის სისტემა დამატებით პინ-კოდს მოგთხოვთ ხმოვნადვე.






Comments