top of page
  • Facebook
  • Instagram

რას გვეკითხებიან ყველაზე ხშირად ჭკვიან საკეტებზე? (საკეტის მონტაჟი, მიწოდება, შერჩევა)

გვესმის, რომ უსაფრთხოება ყველა ადამიანისთვის პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას მისაღებ ფადად შეიძინოთ მაღალი ხარისხის ჭკვიანი საკეტები და უსაფრთხოების სხვა აქსესუარები.


თუ საკეტის შეცვლა გადაწყვიტე, ამ ბლოგში გაგცემთ ამომწურავ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ მომხმარებლებს ჭკვიანი საკეტების შეძენისა და სხვა უსაფრთხოების აქსესუარების შესახებ. ვფიქრობთ, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.


ჭკვიანი საკეტი

რომელი საკეტია ყველაზე უსაფრთხო?


SmartZone-ში გვაქვს ისეთი ბრენდები, როგორიცაა Lenovo, Aqara და სხვა სანდო მწარმოებლები.


მნიშვნელოვანია საკეტის შეძენამდე მიაქციო ყურადღება რამდენიმე დეტალს:


განბლოკვის მეთოდები: რაც მეტი არჩევანი გაქვს განბლოკვის, მით უფრო კომფორტული იქნება მისი გამოყენება, შეარჩიე საკეტი, რომელსაც აქვს შემდეგი წვდომის ტიპები: თითის ანაბეჭდი, უნიკალური კოდი (მათ შორის, დროებითი კოდები), RFID ბარათი, მობილური აპლიკაცია და მექანიკური გასაღები ავარიული გაღებისთვის. 


გამძლეობა: აუცილებელია საკეტი დამზადებული იყოს მაღალი ხარისხის შენადნობებისგან, რომელიც მდგრადია ფიზიკური ზემოქმედების მიმართ.


ჩვენი ყველა საკეტი მაღალი ხარისხის ალუმინისა ან თუთიის შენადნობისგანაა დამზადებული. 


უსაფრთხოების ფუნქციები: კარგი იქნება თუ საკეტს ექნება Anti-Peep კოდი (კოდის დაფარვა შემთხვევითი ციფრებით), ინტეგრირებული განგაშის სისტემა და დისტანციური მონიტორინგი აპლიკაციის საშუალებით.


სად შემიძლია შევიძინო ჭკვიანი საკეტები, დომოფონები და კარის უსაფრთხოების აქსესუარები?


SmartZone-ში აღმოაჩენთ უსაფრთხო, გამძლე ჭკვიან საკეტებს (Lenovo-ს, Aqara-ს და სხვ. სანდო ბრენდებს), ასევე საუკეთესო დომოფონებს და სხვა კარის უსაფრთხოების აქსესუარებს თქვენი სახლისთვის ან ბიზნესისთვის. 


შეძენა თბილისსა და სხვა ქალაქებში: არ აქვს მნიშვნელობა სად გსურს ჭკვიანი საკეტის ყიდვა თბილისში, თუ საქართველოს სხვა ქალაქში, ჩვენთან მიწოდება უფასოა მთელი ქვეყნის მასშტაბით.


პროდუქციის ასორტიმენტი: გვაქვს საკეტები, რომელთა ფასები იწყება 329 ლარიდან და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის კარისთვის: მეტალის, ალუმინის, მეტალოპლასტმასის, მინის და ხის კარისთვის.


ყველაზე ბიუჯეტური ჭკვიანი საკეტი რკინის კარისთვის | https://www.smartzone.ge/product-page/z13 


ყველაზე ბიუჯეტური ჭკვიანი საკეტი ოთახის კარისთვის | https://www.smartzone.ge/product-page/f2309 


ყველაზე ბიუჯეტური ჭკვიანი საკეტი მინის კარისთვის | https://www.smartzone.ge/product-page/ჭკვიანი-საკეტი-g01 


საკეტის მონტაჟი და მიწოდების სერვისი


SmartZone-ში შეძენილ პროდუქციაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც უფასო მიწოდებით, ასევე პროფესიონალური მონტაჟის სერვისით:


მიწოდება: შეძენილ ნივთებს ნებისმიერ ადგილას უსწრაფესად მოგიტანთ მთელი საქართველოს მასშტაბით. მიწოდება უფასოა.


მონტაჟის სერვისი:


თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჭკვიანი საკეტის დაყენების ღირებულება 150 ლარია. 


სხვა ქალაქებში დამონტაჟების საჭიროების შემთხვევაში ფასი ცვალდებადია. 


შემიძლია SmartZone-ში Aqara-ს ან Lenovo-ს საკეტების შეძენა?


დიახ, SmartZone გთავაზობთ წამყვანი ბრენდების უსაფრთხო საკეტებს:


Aqara-ს, Lenovo-ს საკეტებთან ერთად, სხვა ბრენდის საკეტების შეძენასაც შეძლებთ.


Aqara-ს საკეტი | https://www.smartzone.ge/product-page/aqara-d200  


Lenovo-ს ბიუჯეტური საკეტი | https://www.smartzone.ge/product-page/lenovo-a6f 

 

რომელი დომოფონებია საუკეთესო ოფისისთვის თბილისში?


ოფისისთვის განკუთვნილი დომოფონი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას:


მრავალმომხმარებლიანი წვდომა: კოდები ან RFID ბარათები თანამშრომლებისთვის.


ინტეგრაცია: შესაძლებლობა ინტეგრირდეს სხვა ჭკვიან სისტემებთან.


ვიდეო ფუნქცია: მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიო კომუნიკაცია ვიზიტორებთან.


SmartZone-ში ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის ჭკვიანი საკეტები/დომოფონები, რომლებიც იდეალურია ოფისის უსაფრთხოებისთვის.


საუკეთესო საკეტები ოფისისთვის დომოფონის ფუნქციით:






ჭკვიანი საკეტის ელემენტი


SmartZone-ის ჭკვიანი საკეტების უმეტესობა მუშაობს AA ტიპის ბატარეებზე და უზრუნველყოფს ხანგრძლივ მუშაობას (6 თვიდან 1 წლამდე).


უსაფრთხოება: საკეტები წინასწარ გაფრთხილებენ ბატარეის შეცვლის შესახებ.


გადაუდებელი შემთხვევა: ბევრი მოდელი აღჭურვილია USB-C პორტით გარე კვებისთვის და უმეტესობას აქვს მექანიკური გასაღების გამოყენების საშუალებაც.


გვაქვს საკეტებიც, რომლებსაც კომბინირებული ან მხოლოდ დატენვადი ბატარეაც ახლავს თან.


ძალიან გამძლე, დატენვადი ჭკვიანი საკეტი 10 000  mAh ელემენტით | https://www.smartzone.ge/product-page/lenovo-x6 


ორი ცალი დატენვადი ჭკვიანი საკეტი 2500 + 5000 mAh ელემენტით | https://www.smartzone.ge/product-page/lenovo-a6f


 ჭკვიანი საკეტი ელემენტითა და 5000 mAh დატენვადი ელემენტით | https://www.smartzone.ge/product-page/lenovo-x5-max

 
 
 

Comments


დაგვირეკე

+995 577 18 81 27

მოგვწერე

გამოგვიწერე

  • Facebook
  • LinkedIn

© 2024 Smartzone.ge By Quarklabs LLC - ყველა უფლება დაცულია

bottom of page