რატომ უნდა იყიდო ჭკვიანი საკეტი საქართველოში
- SmartZone

- Aug 19
- 1 min read
Updated: Sep 8
ახლა უკვე ყველას შეუძლია ჭკვიანი საკეტის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეკვეთა, მათ შორის - ჩინეთიდან. თუმცა, ერთი შეხედვით, იაფმა შენაძენმა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, უამრავი პრობლემა შეგიქმნას.
დღეს, გაგიზიარებ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა შეიძინო ჭკვიანი საკეტი საქართველოში:

2-წლიანი გარანტია
ჩვენთან შეძენილ საკეტებზე მოქმედებს ოფიციალური 2-წლიანი გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხარვეზის ან გაუმართაობის შემთხვევაში, თქვენი პროდუქტი უმოკლეს დროში შეკეთდება ან სრულიად ახლით შეიცვლება.
ჩინეთიდან გამოწერილ პროდუქტზე კი მსგავსი გარანტია, ფაქტობრივად, არ არსებობს. დაზიანების შემთხვევაში, მისი უკან გაგზავნა, შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება დიდ დროს მოითხოვს და დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ზოგადი კონსულტაცია/მახასიათებლების სწორად შერჩევა
საკეტის შეძენამდე, აუცილებელია იცოდე მუშაობის პრინციპი, ფუნქციები და მახასიათებლები. ჩვენი გუნდის წევრები შეძლებენ, სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა დეტალზე. ამის გარდა, მოგცემთ რჩევებს, როგორ გამოიყენოთ მოწყობილობა მაქსიმალურად ეფექტურად. ჩინურ საიტებზე არსებული ინფორმაცია ხშირად ზედაპირულია ან ცუდად ნათარგმნი, რაც შეცდომაში შეყვანის რისკს ზრდის.
პროფესიონალური კონფიგურაცია
ჭკვიანი საკეტის სწორად დაყენება უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა. ჩვენთან შეძენილ საკეტს სახლის კარზე პროფესიონალი ხელოსნები დააყენებენ/გამართავენ.
საკუთარი ხელით, უცხოური ინსტრუქციებით მონტაჟმა შესაძლოა, მოწყობილობის მწყობრიდან გამოყვანა გამოიწვიოს ან დატოვოს უსაფრთხოების ხარვეზები.
კარის ტიპის მიხედვით საუკეთესო მოდელის შერჩევა
ყველა კარი ერთნაირი არაა. კარის ტიპის მიხედვით (ხის, რკინის, მინის), ზომებისა და ჩამკეტი მექანიზმის გათვალისწინებით, ჩვენი გუნდის წევრი დაგეხმარება, შეარჩიო იდეალური მოდელი, რომელიც ზუსტად მოერგება მოთხოვნებს.
როგორც წესი, ონლაინ შეკვეთისას, არავინ გთავაზობს ინდივიდუალურ კონსულტაციას და გამოწერისას ჭკვიანი საკეტი შესაძლოა, კარს არც კი მოერგოს.
მხარდაჭერა 24/7-ზე
ჭკვიანი საკეტის ჩვენთან შეძენისას, 24/7-ზე ნებისმიერი პრობლემის ან შეკითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ჩვენ კი, ყველაფერს გავაკეთებთ რომ დაგეხმაროთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინური საიტებზე ფასი გაცილებით მიმზიდველია, უსაფრთხოებაზე დაზოგვა გრძელვადიან პერსპექტივაში არასწორი გადაწყვეტილებაა.
საქართველოში საკეტის შეძენით თქვენ იღებთ არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ სრულ სერვისს, მათ შორის, გარანტიას, პროფესიონალურ კონსულტაციასა და მხარდაჭერას, რაც თქვენი სიმშვიდისა და უსაფრთხოების უმთავრესი გარანტიაა.






Comments