რა უნდა გაითვალისწინო ჭკვიანი საკეტის შეძენამდე
- SmartZone

- Aug 2
- 2 min read
Updated: Aug 5
სანამ სახლისთვის ჭკვიან საკეტს შეიძენ, მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება. დღეს, ვეცდებით აგიხსნათ, თუ როგორ უნდა შეარჩიო საუკეთესო ვარიანტი სახლისთვის.
1. თავსებადობა და მონტაჟი
პირველ რიგში, უნდა შეამოწმო, რამდენად თავსებადია ჭკვიანი საკეტი არსებულ კართან და შეაფასო მონტაჟის სირთულე. ზოგი საკეტი მარტივად ყენდება და შესაძლებელია თავადაც დააყენო, ზოგ შემთხვევაში კი, პროფესიონალის დახმარება აუცილებელია.
თუ არ ხარ დარწმუნებული შენივე შესაძლებლობებში, უმჯობესია მიმართო სპეციალისტს.
რაც შეეხება თავსებადობას, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მასალისაა კარი, როგორი პროფილი აქვს.
საკეტები, რომლებიც მდგრადია წყლისა და მტვრის მიმართ და დაყენება შესაძლებელია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში:
Lenovo X5 Max | https://tinyurl.com/bdek7x7b (IP54)
Lenovo X6F | https://tinyurl.com/4k9x28bc
საკეტები, მინის კარისთვის:
G03 Pro | https://shorturl.at/1YYPq
საკეტები, შიდა სივრცისთვის:
F2219 | https://tinyurl.com/y8a56y8u
F2309 | https://tinyurl.com/5n6s4kyn
HC-B3 | https://tinyurl.com/yc7chnm5
2. კავშირის ტიპი (დეტალურად | https://tinyurl.com/4ut7a8r6)
ჭკვიანი საკეტების უმეტესობა იყენებს Bluetooth, Wi-Fi ან Z-Wave/Zigbee პროტოკოლს სხვა მოწყობილობებთან დასაკავშირებლად.
Wi-Fi: მარტივად უკავშირდება ქსელს, მოსახერხებელია, თუმცა მეტ ენერგიას მოიხმარს.
Bluetooth: უკავშირდება მობილურს. ენერგოეფექტურია, მაგრამ შეზღუდული დიაპაზონი აქვს.
Zigbee/Z-Wave: საჭიროებს ცალკე ჰაბს ჭკვიანი სახლის სისტემასთან ინტეგრაციისთვის.
3. უსაფრთხოების მახასიათებლები
უსაფრთხოება ჭკვიანი საკეტის მთავარი ფუნქციაა, ამიტომ საკეტის შეძენამდე კარგი იქნება თუ კარგად შეაფასებ მახასიათებლებს:
მრავალჯერადი განბლოკვის მეთოდები: რაც უფრო ბევრნაირად შეგიძლია კარის გაღება, მით უფრო მოსახერხებელი იქნება შენთვის. მაგალითად, თუ მობილური დაგიჯდა, მაინც გააღებ კარს კოდით ან გასაღებით.
კრიპტოგრაფიული დაშიფვრა: მონაცემთა დაშიფვრა ჰაკერული შეტევებისგან დასაცავად.
ავტომატუად დაკეტვა გარკვეული დროის შემდეგ: საკმაოდ კარგი ფუნქცია, რომელიც გამოგადგება, თუ ხშირად გავიწყდება კარის ჩაკეტვა.
აქტივობის ჟურნალი: ჭკვიანი საკეტების უმრავლესობას აქვს აპლიკაცია, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას ნახო, ვინ და როდის გააღო კარი.
დროებითი წვდომა: გარკვეული დროით წვდომის მიცემა სტუმრისათვის, ხელოსნებისთვის, დამლაგებლებისთვის.
4. ელემენტის ხანგრძლივობა და კვების წყარო
ჭკვიანი საკეტები, როგორც წესი, ელემენტებზე მუშაობს.
შეამოწმე, რამდენ ხანს ძლებს ელემენტი და რამდენად მარტივია მისი შეცვლა. სასურველია, საკეტს ჰქონდეს სარეზერვო კვების წყაროც, მაგალითად, USB პორტი გადაუდებელი შემთხვევებისთვის.
5. დიზაინი
ჭკვიანი საკეტის დიზაინი მნიშვნელოვანია შეესაბამებოდეს კარის და ინტერიერის სტილს. ასევე, დარწმუნდი, რომ საკეტი დამზადებულია გამძლე მასალებისგან, რომ გაუძლოს ცვეთას და ატმოსფერულ პირობებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გარე სივრცეში დამონტაჟება გაქვს გადაწყვეტილი.






Comments