7 ნიშანი, რომ დროა ტრადიციული საკეტი ჭკვიანით შეცვალო
- SmartZone

- Oct 29
- 2 min read
Updated: Nov 20
ტრადიციული საკეტი თავისი გასაღებით საიმედო იყო წლების განმავლობაში, თუმცა ჭკვიანი საკეტების გამოჩენით, უსაფრთხოებასა და კომფორტს სრულად ახალი, გაცილებით მაღალი სტანდარტი შესძინა.

დღეს, გაგიზიარებთ 7 ნიშანს, რომელიც გეუბნებათ, რომ დადგა დრო, ტრადიციული კარის საკეტი ჩაანაცვლო:
გასაღებებს მუდმივად კარგავ (ან გეშინია, რომ დაკარგავ)
თუ ძალიან გსტრესავს ეს ფაქტი, ჭკვიანი საკეტი ამ პრობლემის გადასაჭრელად იდეალური გამოსავალია. კოდით, თითის ანაბეჭდით ან სმარტფონით კარის გაღება თავისთავად ნიშნავს, რომ გასაღები აღარ დაგჭირდება და დაკარგული გასაღებების პრობლემა წარსულს ჩაბარდება.
ხშირად გჭირდება დისტანციურად მართვა
თუ ხშირად გსტუმრობს ძიძა, დიასახლისი, ან ახლობლები, ტრადიციული გასაღების გადაცემა არაკომფორტულია. ჭკვიანი საკეტით კი, ყოველთვის შეძლებ დისტანციურად გაუზიარო წვდომა ნებისმიერ ადამანს, სასურველი დროით, შემდეგ კი, გააუქმო.
შენი საკეტი მოძველდა, ჟანგიანია ან გაფუჭებული
ძველი საკეტები არა მხოლოდ ვიზუალურად არამიმზიდველია, არამედ ნაკლებად უსაფრთხოცაა. ჟანგიანი ან გაცვეთილი საკეტი შეიძლება გაიჭედოს ან, უარესი, მარტივად გახდეს ქურდობის მსხვერპლი.
გსურს, სახლი უფრო ჭკვიანი გახადო
თუ უკვე იყენებთ ჭკვიან თერმოსტატს, განათებას ან კამერებს, ჭკვიანი საკეტი ლოგიკური გაგრძელებაა. ბევრი თანამედროვე საკეტი ადვილად ინტეგრირდება სახლის სისტემებთან, რაც საშუალებას გაძლევს შექმნა ავტომატური სცენარები (მაგალითად, სახლიდან გასვლისას განათების გათიშვა და კარის ჩაკეტვა).
ხშირად გავიწყდება კარის ჩაკეტვა
სამსახურისკენ მიმავალ გზაზე თუ უცებ გავიწყდება ჩაკეტე თუ არა კარი და საღამომდე ამაზე დროში ატარებ დროს, ჭკვიანი საკეტი ამ პრობლემასაც მოგიგვარებს. ზოგ კარს, როგორიცაა მაგალითად Aqara D200, ავტომატური ჩაკეტვის ფუნქცია აქვს, სხვა შემთხვევაში კი, აპლიკაციითაც შეძლებ გადამოწმებას ჩაკეტილია თუ არა კარი და საჭიროების შემთხვევაში, ჩაკეტავ ნებისმიერი ადგილიდან.
გჭირდება იმის ცოდნა, ვინ და როდის შევიდა სახლში
თუ პატარები გყავს სახლში ან გჭირდება თვალყური ადევნო პერსონალს, აპლიკაციით დეტალურად მიიღებ ინფორმაციას იმაზე თუ, ვინ და როდის შევიდა სახლში.
უსაფრთხოების გაუმჯობესება გსურს
მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული საკეტი გარკვეული ტიპის დაცვას გვთავაზობს, ჭკვიანი საკეტები მაინც ბევრად წინ დგანან – ისინი იყენებენ ციფრულ დაშიფვრას, ტამპერის სიგნალიზაციას და უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გაცილებით მაღალ სტანდარტს.
თუ შენი თავი ამოიცანი კითხვისას, ნუ დაელოდები, სანამ ძველი საკეტი საბოლოოდ გიღალატებს. დროა, გასაღებები წარსულს ჩააბარო, აკონტროლო სახლი აპლიკაციით და იცხოვრო უსაფრთხოდ, ზედმეტი წუხილის გარეშე.






Comments