top of page
  • Facebook
  • Instagram

როგორ მუშაობს ჭკვიანი საკეტი?

Updated: Sep 8

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სახლის უსაფრთხოებაც უფრო და უფრო იხვეწება. ამის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითი ჭკვიანი საკეტია.


დღეს, დეტალურად უნდა განვიხილოთ, თუ როგორ მუშაობს და როგორ იცავს სახლს ის. 


რა არის ჭკვიანი საკეტი?


მარტივად რომ ვთქვათ, ჭკვიანი საკეტს ტრადიციულისგან ის განასხვავებს, რომ დაკავშირებულია ინტერნეტთან და მისი მართვა შესაძლებელია დისტანციურად, აპლიკაციის, ხმოვანი ბრძანების ან სხვა ჭკვიანი მოწყობილობების დახმარებით. 


გაღების მეთოდებიც განსხვავებულია, თუ ტრადიციულს მხოლოდ გასაღებით აღებ, ჭკვიანი საკეტის თითის ანაბეჭდის სენსორით, სახის ამომცნობით, კოდით ან სხვა წვდომის მეთოდით გაღებას შეძლებ.


როგორ მუშაობს ჭკვიანი საკეტი?


ჭკვიანი საკეტი, თავისი ინოვაციური ტექნოლოგიით, სახლს უფრო დაცულს და მოსახერხებელს ხდის.


კავშირი


ჭკვიანი საკეტების უმეტესობა იყენებს Bluetooth, Wi-Fi ან Z-Wave/Zigbee პროტოკოლს სხვა მოწყობილობებთან დასაკავშირებლად.


შეიძლება გაგიკვირდეს, თუმცა Bluetooth კავშირი დიდ დისტანციაზეც მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ აპლიკაციით კარის დაკეტვა/გაღება შორიდანაც შეგიძლია. 


Wi-Fi კავშირი კი, საშუალებას გაძლევს მართო საკეტი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია. ეს იდეალურია, მაშინ, თუ შემთხვევით სახლიდან გასვლისას დაგავიწყდა, ჩაკეტე თუ არა კარი.


რაც შეეხება პროტოკოლებს Z-Wave/Zigbee - ჭკვიანი სახლის მოწყობილობისთვის, რაც ქმნის სტაბილურ და უსაფრთხო ქსელს და ხშირად საჭიროებს ცენტრალურ ჰაბს სამართავად.


ავტორიზაცია


როგორც აღვნიშნეთ, ჭკვიანი საკეტის გაღებას რამდენიმე მეთოდით შეძლებ:


  • ყველაზე გავრცელებული მეთოდი აპლიკაციაა, როცა საკეტს აღებ/კეტავ დისტანციურად, აპლიკაციით.

  • ბევრ ჭკვიან საკეტს აქვს ციფრული პანელი, სადაც შეგიძლია ჩაწერო კოდი. ეს მოსახერხებელია მაშინ, როცა სტუმრებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის, რომლებსაც არ აქვთ აპლიკაცია გჭირდება წვდომის გაზიარება.

  • ზოგ საკეტს შეუძლია თითის ანაბეჭდი ამოიცნოს და ისე გააღოს კარი. 

  • თუ საკეტი ინტეგრირებულია ჭკვიანი სახლის ციფრულ ასისტენტთან (მაგ. Amazon Alexa, Google Assistant), მისი მართვა შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებით.

  • ბევრი ჭკვიანი საკეტის გაღება გასაღებითაც შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინაა კარგად გამოყენებადი, როცა ელემენტი ჯდება ან დენი ითიშება.


ელემენტი


ძირითადად, ჭკვიან საკეტებს აქვთ ბატარეა, რომელთა ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოყენების სიხშირეზე და საკეტის მოდელზე. აპლიკაციაში ყოველთვის შეგიძლია შეამოწმო რამდენ %-ზეა ის და საჭიროებისას, დამუხტო.


რამდენად უსაფრთხოა ჭკვიანი საკეტი?


ჭკვიანი საკეტი უსაფრთხოების რამდენიმე უპირატესობას გვთავაზობს:


დისტანციური კონტროლი და მონიტორინგი: შეგიძლია შეამოწმო კარის სტატუსი (ღიაა თუ დაკეტილი) ნებისმიერი ადგილიდან და საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად დაკეტო. 


დროებითი წვდომა: შეგიძლია შექმნა დროებითი კოდი სტუმრებისთვის, დამლაგებლისთვის ან ხელოსნებისთვის. კოდის ვადის გასვლის შემდეგ, მის გამოყენებას ვეღარ შეძლებენ. 


შეტყობინება რეალურ დროში: ჭკვიანი საკეტი გზავნის შეტყობინებას მაშინ, როცა კარი იღება ან იკეტება, ან როცა ვინმე ცდილობს არასწორი კოდის შეყვანას. 


უსაფრთხოების გაძლიერებული ფუნქციები: ბევრი ჭკვიანი საკეტი აღჭურვილია ქურდობის საწინააღმდეგო ფუნქციებით, როგორიცაა: სიგნალი უნებართვო წვდომისას, ავტომატური ჩაკეტვის ფუნქცია და მონაცემთა დაშიფვრა ჰაკერებისგან.


ინტეგრაცია ჭკვიანი სახლის სისტემებთან: ჭკვიანი საკეტები ადვილად ინტეგრირდება სხვა ჭკვიანი სახლის მოწყობილობებთან, როგორიცაა უსაფრთხოების კამერები, განათება და სიგნალიზაცია. 


ჭკვიან საკეტს, ყოველდღიურობის გამარტივების გარდა, შეუძლია სახლის უსაფრთხოება უფრო მეტად გააძლიეროს. ამიტომ, თუ ეძებ სახლის დაცვის გაუმჯობესების გზას, ჭკვიანი საკეტი ნამდვილად უნდა განიხილო.


Comments


დაგვირეკე

+995 577 18 81 27

მოგვწერე

გამოგვიწერე

  • Facebook
  • LinkedIn

© 2024 Smartzone.ge By Quarklabs LLC - ყველა უფლება დაცულია

bottom of page