top of page
  • Facebook
  • Instagram

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიო ჭკვიანი საკეტი

Updated: Jul 12, 2025



ჭკვიანი საკეტები უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ამის უამრავი მიზეზი არსებობს. ის, არა მხოლოდ გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას გვთავაზობს, არამედ ცხოვრებას ბევრად უფრო კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის.


თუ ჯერ ისევ ფიქრობ, ღირს თუ არა ტრადიციული საკეტის ჭკვიანით ჩანაცვლება, 5 მთავარ მიზეზს გაგიზიარებ, რაც ამაში დაგარწმუნებს:


გაძლიერებული უსაფრთხოება და კონტროლი


ჭკვიანი საკეტი ტრადიციულზე უსაფრთხოა.


რატომ? რადგან ბევრ ჭკვიან საკეტს ჩაშენებული აქვს სიგნალიზაცია, რომელიც გაფრთხილებს იმ შემთხვევაში, თუ საეჭვო პირი ეცდება წვდომას.


წვდომას აკონტროლებ დისტანციურად, რაც განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, თუ ხშირად გიწევს მოგზაურობა.


აპლიკაცია იმახსოვრებს ვინ შევიდა, გამოვიდა, რაც დამატებითი კონტროლის შესაძლებლობას გაძლევს. 


წვდომის რამდენიმე მეთოდი 


თუ გასაღებს ხშირად კარგავ ან ხშირად ბრუნდები სახლში პროდუქტით დატვირთული ჩანთით, გაცილებით კომფორტული და სასიამოვნო გახდება შენთვის ეს პროცესი. 


კარის გაღებას შეძლებ: თითის ანაბეჭდით, პერსონალური კოდით, სახის ამომცნობით, აპლიკაციით, ზოგჯერ ხმოვანი ასისტენტით და საჭიროების შემთხვევაში, გასაღებითაც.


დისტანციური წვდომა და მართვა


ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც ჭკვიან საკეტს აქვს, დისტანციური მართვის შესაძლებლობაა. შეგიძლია ნებისმიერი ადგილიდან გააღო ან დაკეტო კარი აპლიკაციის დახმარებით. ეს იდეალურია, თუ:


  • დაგავიწყდა კარის დაკეტვა სახლიდან გასვლისას.

  • გინდა დროებითი წვდომა მისცე სტუმრებს, დამლაგებელს ან ხელოსანს, როცა სახლში არ ხარ.

  • გჭირდება კარის გაღება შვილისთვის, რომელსაც გასაღები დაავიწყდა.


ინტეგრაცია ჭკვიან სისტემებთან


ჭკვიანი საკეტები მარტივად ინტეგრირდება ჭკვიანი სახლის სხვა მოწყობილობებთან, როგორიცაა ჭკვიანი განათება, თერმოსტატი და უსაფრთხოების კამერები. ეს გაძლევს საშუალებას შექმნა ავტომატიზებული სცენარები, მაგალითად:


როდესაც კარს გააღებ, განათება ავტომატურად ჩაირთოს.


როდესაც სახლიდან გახვალ და კარს დაკეტავ, თერმოსტატმა ავტომატურად შეამციროს ტემპერატურა.


უსაფრთხოება სტუმრების ან მომსახურე პერსონალის ვიზიტისას


ჭკვიანი საკეტით მართავ სტუმრებისა და მომსახურე პერსონალის (მაგალითად: ძიძა, დამლაგებელი, ხელოსანი) წვდომა. შეგიძლია შექმნა დროებითი კოდები, რომლებიც იმუშავებს მხოლოდ გარკვეულ საათებსა ან დღეებში. 


ამით გასაღების გადაცემით გამოწვეული პრობლემებისგან თავს ირიდებ და დამატებით უზრუნველყოფ, რომ შენი სახლი დაცული იყოს მაშინაც კი, როცა მასში სხვა ადამიანები არიან. წვდომის დასრულების შემდეგ, თუ კოდს წაშლი, მის გამოყენებას ვეღარავინ შეძლებს.





Comments


დაგვირეკე

+995 577 18 81 27

მოგვწერე

გამოგვიწერე

  • Facebook
  • LinkedIn

© 2024 Smartzone.ge By Quarklabs LLC - ყველა უფლება დაცულია

bottom of page