მსოფლიოში პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე საკეტი SmartZone-ში ☀️
- SmartZone

- Jul 9
- 1 min read
სულ ახლახანს SmartZone-ში დაგვემატა Lenovo F3 Solar - მსოფლიოში პირველი ჭკვიანი საკეტი, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს.
დღეს კი, დეტალურად განვიხილავთ, რატომაა ეს მოდელი განსაკუთრებული:
მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი საკეტი
როგორც აღვნიშნეთ, Lenovo F3 Solar-ის მთავარი მახასიათებელი მზის პანელია, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიის დახმარებით, დაბალი განათებისასაც კი ახერხებს მუშაობისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავებას (Low light charging).
გამძლე დიზაინი
კორპუსი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ალუმინის შენადნობისაგან და ნაწრთობი მინისგან, მას ასევე აქვს IP52 რეიტინგი (ნაწილობრივ იცავს საკეტს მტვრისგან და წყლის წვეთებისგან) და უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურას -25°C-დან 70°C-მდე.
უსაფრთხოება
Lenovo F3 Solar თავსებადია აპლიკაცია Tuya-სთან და საშუალებას გაძლევს გააღო კარი 11 განსხვავებული გზისთ. საკეტს აქვს:
ბიომეტრიული სკანერი და ორმაგი კამერა
იდენტიფიკაცია: საკეტი გცნობს არა მხოლოდ სახით, არამედ ხელის მტევნითაც
ორმაგი კამერა (ზედა და ქვედა): ზედა კამერით შეძლებ აკონტროლო სტუმრები, ხოლო ქვედა კამერით დაინახავ ცხოველებს ან კართან დატოვებულ ამანათებს.
LIVE ვიდეო კამერა და HD ეკრანი: სახლიდან გაუსვლელად, შიდა პანელზე არსებულ დიდ ეკრანზე დაინახავ ყველაფერს, რაც კარს მიღმა ხდება.
ღამის ხედვა: კამერა სრული სიბნელეშიც კი, იდეალურად დააფიქსირებს გამოსახულებას.
წვდომის 11 მეთოდი
ხელის მტევნის სკანირებით
3D სახის ამომცნობით
თითის ანაბეჭდით
პაროლით
მობილური აპლიკაციით
სპეციალური ბარათით
ფიზიკური გასაღებით
ხმოვანი ბრძანებით (Siri)
ერთჯერადი პაროლით
დროებითი პაროლით
დამატებითი ფუნქციები
ჩუმად მომუშავე საკეტი: კარი იკეტება და იღება ხმაურის გარეშე, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია გვიან ღამით.
მოძრაობის დეტექტორი: საკეტი აფიქსირებს კართან უცხო პირის ხანგრძლივ გაჩერებას და მომენტალურად გიგზავნით შეტყობინებას.
ხმის შეცვლის ფუნქცია: თუ სახლში მარტო ხარ და უცხო პირს ელაპარაკები ჩაშენებული დომოფონის საშუალებით, დამატებითი უსაფრთხოებისთვის შეგიძლია ხმა მამაკაცის ტემბრზე შეცვალო.
მრავალდონიანი განგაშის სისტემა: საკეტს აქვს დაცვა გატეხვის, დაშლის, ელექტროშოკით გატეხვის მცდელობის წინააღმდეგ.
რა მოხდება თუ ჭკვიანი საკეტის ბატარეა დაჯდება?
თუ მზის ენერგია რაიმე მიზეზით არ აღმოჩნდა საკმარისი, საკეტი გამოგიგზავნის შეტყობინებას, ხოლო კრიტიკულ შემთხვევებში, დამუხტვსა გარედან, Type-C პორტის დახმარებითაც შეძლებ.




Comments