Moorgen T9 - Red Dot Design Award-ის გამარჯვებული ჭკვიანი საკეტი
Red Dot Design Award-ის გამარჯვებული ჭკვიანი საკეტი - T9 შექმნილია მათთვის, ვისაც სურს სახლის კარი არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ გამორჩეულად შთამბეჭდავი იყოს.
გერმანული სიზუსტე და Swarovski-ს დეტალები.
Moorgen T9-ის თითოეული დეტალი დამზადებულია CNC ფრეზირების ტექნოლოგიით მაღალი ხარისხის ალუმინისგან.
Swarovski-ს ღილაკი: Moorgen Swarovski-ს ერთადერთი ოფიციალური პარტნიორია ჭკვიანი საკეტების სფეროში. T9-ის მთავარი ღილაკი სწორედ Swarovski-ს კრისტალითაა გაფორმებული
პერსონალიზაცია: სახელურისა და კრისტალის ფერები შეგიძლია ინტერიერის კონცეფციას მოარგო
Anti-Pinch ფუნქცია: სპეციალურად შექმნილი სახელური იცავს თითებს მასში მოყოლისგან
თითის სისხლძარღვების ამომცნობი სკანერი
T9-ის ერთ-ერთი უმთავრესი ინოვაცია თითის სისხლძარღვების ამომცნობი სკანერია (Finger Vein Recognition). ჩვეულებრივი თითის ანაბეჭდისგან განსხვავებით, ეს ტექნოლოგია ინფრაწითელი სხივებით კითხულობს კანქვეშა სისხლძარღვების სტრუქტურას და იდეალურად მუშაობს მაშინაც კი, თუ თითები სველი, გამომშრალი ან დაზიანებული გაქვს.
წვდომის 6 მეთოდი | |
სახის ამომცნობი | სახის ამომცნობი, რომელიც ადამიანს 140-190 სმ სიმაღლის დიაპაზონში ცნობს და თან, სიბნელეშიც მუშაობს. |
თითის სისხლძარღვების ამომცნობი სკანერი | გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე სტანდარტული ანაბეჭდი |
პაროლი / Anti-Peeping | საშუალებას მოგცემს ნამდვილი პაროლის წინ ან შემდეგ ჩაწერო ნებისმიერი შემთხვევითი ციფრები |
აპლიკაცია | სრული დისტანციური კონტროლი და მონიტორინგი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან |
Smart Card & Key | ტრადიციული მეთოდების მოყვარულთათვის სტანდარტულად კარის გასაღებად |
დამატებითი ფუქნციები
5" HD ეკრანი და ინტერკომი | ჩაშენებული კამერა საშუალებას მოგცემს ლაივ რეჟიმში ადევნო თვალი კართან მიმდინარე მოვლენებს საკეტის ეკრანიდან ან მობილური აპლიკაციიდან.
მეთვალყურეობა | თუ ვინმე კართან უმიზეზოდ დიდხანს შეყოვნდება ან გახსნას ორზე მეტჯერ არასწორად შეეცდება, საკეტი ავტომატურად გადაიღებს ფოტოს და მოგაწვდის რეალურ დროში
Home & Office რეჟიმები | საკეტს აქვს საოფისე რეჟიმი (Office Mode), რა დროსაც საკეტი რჩება გაღებული; და Home Mode, რა დროსაც ავტომატურად იკეტება კარის მოხურვისას.





Comments