ჭკვიანი საკეტი ოფისებისთვის (რატომ უნდა გადავიდეს შენი ბიზნესი ჭკვიან სისტემაზე)
- SmartZone

- Mar 9
- 1 min read
თუ გაქვს ოფისი ან Co-working სივრცე, გასაღებების ტარება და დაცვის იმედზე ყოფნა უკვე მოძველებული მეთოდია, რადგან ჭკვიანი საკეტი გაცილებით ამარტივებს ყველაფერს.
დღეს მოგიყვები, რატომ არის ჭკვიანი საკეტი საუკეთესო ინვესტიცია შენი ბიზნესისთვის:

აღარ დაგჭირდება ფიზიკური გასაღები
ფიზიკური გასაღები მარტივად იკარგება, ჭკვიანი საკეტის შემთხვევაში კი წვდომა შეგიძლია:
სმარტფონით
PIN კოდით (შეგიძლია ინდივიდუალური კოდი შექმნა თითოეული თანამშრომლისთვის)
ბიომეტრიულად: თითის ანაბეჭდით, რომელიც ყველაზე სწრაფი და დაცული გზაა.
სახის ამომცნობით (*ჩვენი საკეტები 200-300-მდე ადამიანის სახეს იმახსოვრებს)
სრული კონტროლი დისტანციურად
წარმოიდგინეთ, რომ თანამშრომელს ოფისში რაღაც დარჩა სამუშაო საათების შემდეგ, ან კურიერს ამანათის დატოვება სურს, თქვენ კი ადგილზე არ ხართ. ჭკვიანი საკეტით შეგიძლიათ კარი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გააღოთ.

დამატებითი მახასიათებლები
ჭკვიანი საკეტი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საკეტი.
შეგიძლია აკონტროლო ისტორია: ზუსტად იცი, ვინ და რა დროს შევიდა ან გამოვიდა ოფისიდან.
გააზიარებ დროებით კოდებს: შეგიძლია ვიზიტორებს, დაცვას ან დამლაგებელს მისცე კოდი, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ საათებში იმუშავებს.
მყისიერ შეტყობინებებს მიიღებ: თუ კარი ღია დარჩა ან ვინმე ეცადა შესვლას, აპლიკაციაში მაშინვე მოვა შეტყობინება.
საუკეთესო საკეტები ოფისისთვის:
საკეტი, რომლებიც მდგრადია წყლისა და მტვრის მიმართ და დაყენება შესაძლებელია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში:
საკეტი, მინის კარისთვის:
G03 Pro | https://shorturl.at/1YYPq
საკეტი, შიდა სივრცისთვის:
HC-B3 | https://tinyurl.com/yc7chnm5
Co-working სივრცეების იდეალური გადაწყვეტა
თუ Co-working სივრცე გაქვს, სადაც მომხმარებლების ნაკადი მუდმივად იცვლება, ჭკვიანი საკეტი ნამდვილად გამოგადგება. აღარ მოგიწევს გასაღებების ჩამორთმევა და ახლის დამზადება. წვდომას უბრალოდ გააუქმებ ციფრულად, როცა წევრობის ვადა ამოიწურება.
ამასთან ერთად, შეგიძლია კოდი გაააქტიურო კონკრეტულ საათებში, მაგ: დილის 10-დან 6-მდე.




Comments